LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულება გადავადდა

20170919184243

პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადამ გადაიწია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი პროექტი ადგილზე ნაკლები ხე-მცენარის მოჭრას ითვალისწინებს.

„პროექტმა განიცადა გარკვეული ცვლილებები, რათა კვანძის მშენებლობის შედეგად ნაკლები ზემოქმედება მოხდეს მწვანე საფარზე. თავდაპირველად უნდა მოჭრილიყო 47 დიდი და 198 მცირე დიამეტრის ხე-მცენარე, ხოლო გადაირგვებოდა 42 დიდი და 16 პატარა დიამეტრის მცენარე. ახალი პროექტის მიხედვით კი, მნიშვნელოვნად ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრება. ასევე, პროექტში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეთაგანმიწის გამოსყიდვის საკომპენსაციო ხარჯების შემცირებას“, – აღნიშნავენ მერიაში.

მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და 180 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობას კომპანია „ენსისი“ ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g