LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლის ძმრის უნიკალურობა

178
ძმარი

ვაშლის ძმარი უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც საუკეთესო წამალი. განსაკუთრებით ზედმეტი წონის მოსაშორებლად. დღეს ის კარგად აპრობირებული მეთოდია, რომლებსაც ორივე სქესის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. ამისთვის უნდა ვსვათ 1 ჭიქა წყლის და 2 ჩაის კოვზი ძმრის ნაზავი ყოველდღიურად, ჭამის დროს დღეში 3-ჯერ. ქრონიკული დაღლილობის დროს ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება უკეთესი საშუალება, ვიდრე 1 ფინჯანი თაფლის ნარევი 2 კოვზ ძმართან. აღნიშნული ნარევი შეგვიძლია ძილის წინაც მივიღოთ, ხოლო თუ ღამით გვეღვიძება, შეგვიძლია მისი კიდევ ერთხელ მიღება და ძილი დარეგულირდება. შაკიკის დროს ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ, 2 კოვზი თაფლი დადებით შედეგს იძლევა, რომელიც ორგანიზმზე დამამშვიდებლად  მოქმედებს და თავის ტკივილს ხსნის.

ანგინის სამკურნალოდ, ყელში გამოსავლებად 1 ჭიქა წყალს 1 ჩაის კოვზი ძმარი უნდა დაემატოს და ყელში გამოვივლოთ. გამოვლება საათში ერთხელ უნდა მოხდეს. თუმცა ხალხურ მედიცინაში მიიჩნევენ, რომ ყლაპვის დროს შედარებით უფრო მეტად ხდება ხსნარის ხახის უკანა კედელთან შეხება და ამგვარად მთელი პირის ღრუ და ხახა მუშავდება. საკვებით მოწამვლის დროს კარგია 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 კოვზი ვაშლის ძმრის მიღება. თირკმელებში ანთებითი პროცესების დროს კი იყენებენ 1 ჭიქა წყლისა და 2 ჩაის კოვზი ძმრის ნაზავს, რომლის მიღებისას ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. ნორმალური სისხლის მიმოქცევის დროს კანი ვარდისფერია. კანის გაფერმკრთალება კი ხშირად მჟავური შიმშილის ნიშანს გვაძლევს, რადგან მჟავა კანში სისხლის დინების გაძლიერებას ასტიმულირებს. ამიტომ, ხელის საპნით დაბანის შემდეგ, რეკომენდებულია ვაშლის ძმრიანი წყლის გადავლება კანის მჟავე რეაქციის შესაქმნელად.

როგორც მოგეხსენებათ, ასაკში შესულ ადამიანს ცრემლდენა უვითარდება. ამ დაავადების სამკურნალოდ ძმრისა და იოდის წყლიან ხსნარს ამზადებენ. იგი მიიღება ჭამის დროს 2 კვირის განმავლობაში. ამ დროის გავლის შემდეგ ცრემლდენა უმეტეს შემთხვევაში წყდება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კურსის გაგრძელება 1 კვირით. ართრიტის დროს კი რეკომენდებულია 10 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრისა და 1 ჭიქა წყლის მიღება ყოველი ჭამის დროს, რასაც სისხლძარღვების ტკივილის თანდათანობით შემცირება მოჰყვება და ბოლოს სრულიად გაქრება. ღამით ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ძილის წინ ტანის ვაშლის ძმრით დაზელა. ალბათ გსმენიათ, რომ კანის ზოგიერთი სახის დაავადება ხელის შეხებით ან ერთმანეთის პირადი ნივთების გამოყენებით გადადის. ამ დროს ჩნდება წითელი გამონაყარი. ზოგჯერ გამონაყარი ვითარდება ცხვირის და ლოყის მიდამოში. დღეში 5-6-ჯერ ვაშლის ძმრით დაზიანებული ადგილის გასუფთავების შემდეგ გამონაყარი ქრება და 4 დღეში კანი სუფთავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები