ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. მეორე დღეა იქ სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ წუთებში 50 მეხანძრე-მაშველის და ერთი ვერტმფრენის მიერ ხდება არსებული კერების ლიკვიდაცია.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილას ოთხი დღის წინაც გაჩნდა.
რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ცოცხალი ძალით მოხდა.
დამწვარია 7 ჰექტარი ტერიტორია.