LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საპილოტე ფერმები მოეწყო

270

ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ორი საპილოტე ფერმა მოეწყო. როგორც ”ფორტუნას” დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ფერმები საჩვენებელია და ფერმერებისთვის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობას ემსახურება.

ფერმები პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ ფარგლებში მოეწყო.

”ერთ-ერთი საჩვენებლი ფერმა საბჭოთა კავშირის დროს იყო მოწყობილი. ჩვენ მისი რეკონსტრუქცია ჩავატარეთ. ასევე მოეწყო ერთი საცხოვრებელი ბინა. ანუ ორ ადგილას მოხდა საჩვენებელი ფერმის მოწყობა და დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება მოაწყონ ფერმერებმა მინიმალური დანახარჯებით ფერმა და თან გარემოს ზიანი არ მიაყენონ. შემუშავებულია მართვის გეგმა, ვთანამშრომლობთ მეცხვარეთა ასოციაციასთან და ტარდება ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოხდეს საძოვრების გამოყენება, როგორ მოაწყონ საცხოვრებელი პირობები, როგორ პირობებში უნდა დამზადდეს ყველი, როგორ წაიღონ ფერმებიდან საძოვრებზე ნარჩენები და გამოიყენონ საძოვრების გაუმჯობესებისათვის,” – განუცხადა ”ფორტუნას” მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო პირუტყვის დასარწყულებელი ადგილები, რაც მანამდე არ არსებობდა. ფერმერებს წყლისთვის პირუტყვის გადარეკვა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, 9 კილომეტრის მანძილზე დღეში ორჯერ უწევდათ, რაც ტერიტორიის ეროზიას იწვევდა.

”ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი დასარწყულებელი ადგილი. ჯერ ერთი წელი არ გასულა და ამან უკვე შედეგი მოიტანა. იმ ადგილებში სადაც უკვე აღარ უწევთ გადარეკვა, ბალახი ამოვიდა და ბუნებამ თვითაღდგენა დაიწყო. გარდა ამისა, ამავე პროქტის ფარგლებში, მიმდებარე 9 ფერმას წყალი მიეწოდა,” – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g