LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლოვანში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

114
ვაშლოვანი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების  პოპულარიზაციის მიზნით, კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა.

ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. ქართული მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს.

პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს. გაეცნენ ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე და საკემპნინგე ადგილებს.

შეგახსენებთ, ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.