LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასილ ივანოვ ჩიქოვანი: „დაუსჯელობის სინდრომი, მწვანე შუქი შავფორმიანებისთვის, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ – ეს არაფერია თუ არა, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა, ავტორიტარიზმი“

194
ვასილ ივანოვ ჩიქოვანი

„პირველი არხის“ წამყვანი და ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ ჩიქოვანი, გუშინ, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას გამოეხმაურა და მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანაში საპოლიციო ძალაზე ვიღაცა დადგომას ცდილობს.

მისი შეფასებით, ეს არაფერია თუ არა, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა და ავტორიტარიზმი.

„დილის 5 საათზე შეიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, ლუკასთან იყო ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები… ასე იქცევა აგონიაში მყოფი ხელისუფლება“ – რას ამბობს ირინა სარიშვილი დაკავებული შვილის შესახებ

„ისევ გვაქვს საქმე იგივესთან, რაც აქამდე გვქონდა – დაუსჯელობის სინდრომი, მწვანე შუქი შავფორმიანებისთვის, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ მათ პასუხს არავინ არ მოსთხოვს.

სახალხო დამცველი: „შემაშფოთებელია მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან  განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები“

ქვეყანაში პოლიციაზე, საპოლიციო ძალაზე ან უბრალოდ ძალაზე ცდილობს ვიღაცა დადგომას, ეს არაფერია თუ არა, სახელმწიფოს მიტაცება, მიტაცების მცდელობა და ავტორიტარიზმი.“ – განაცხადა ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა.

„სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამს“ – ნიკა მელია

გამოყენებულია ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ფოტოები

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საპოლიციო ძალადობაზე

"ისევ გვაქვს საქმე დაუსჯელობის სინდრომთან… ფორმიანებმა ზუსტად იციან, რომ მათ პასუხს არავინ მოსთხოვს" | ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საპოლიციო ძალადობაზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Sunday 2 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g