ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაცია და ჩიქოვანის კომენტარი ჯგუფში „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვრცელდება.
„დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. ამ გადაწყვეტილების შესახებ მე რამდენიმე წუთის წინ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა. ეს იყო სიტყვიერი შეხვედრა და ამ გადაწყვეტილების ოფიციალური ნაწილი უშუალოდ იურისტისგან და ადამიანური რესურსებისგან მე უნდა ჩამბარდეს“, – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.