ვასილ მაღლაფერიძე საკუთარ კაბინეტს ნიუსრუმს დაუთმობს, ინფორმაციას ასაზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გენერალური დირექტორის კაბინეტი ტელევიზიის მესამე კორპუსში განთავსდა. პირველად მაუწყებლის ისტორიაში გენერალური დირექტორის კაბინეტი მდებარეობას იცვლის და ადგილს ახალ ნიუსრუმს უთმობს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ინტეგრირებული ნიუსრუმის ფარგლებში სამივე არხს – ტელევიზიას, რადიოსა და ვებს გააერთიანებს.