LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასილ მაღლაფერიძე : თითქოს პოლიტიკური დანაშაული მაქვს ჩადენილი

102

ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს საკმაოდ კარგად იცნობს და სწორედ ისინი იქნებიან ახალი ხელმძღვანელის მთავარი საყრდენი. ამასთან, მაღლაფერიძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდება, რადგან, მისი თქმით, „ჩვეულებრივი პროცესია ტელევიზიებიდან ტელევიზიებში გადასვლა”.

”თითქოს პოლიტიკური დანაშაული მაქვს ჩადენილი, როცა ამბობთ, რომ პოლიტიკური წარსული მაქვს. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი წარსული. ჩვენ უნდა ვნახოთ არის თუ არა იქ რაიმე საჩოთირო და სამარცხვინო. მე ვფიქრობ, რომ ჩემს საქციელში საჩოთირო არაფერია.

საუბარი იმაზე, რომ მე პოლიტიკური წარსული მაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს პოლიტიკური წარსული, მთავარია, როგორია ეს პოლიტიკური წარსული.  მე მგონი, ახლა ამაზე საუბარს უნდა მოვრჩეთ”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g