LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვა დაიწყო

105
რომის პაპი

BBC-ის ცნობით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი წირვა დაიწყო.

მანამდე პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა.

შეკრებილთა შორის იყვნენ არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინაუგურაციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და მიხეილ ყაველაშვილი.

პაპ ლეო XIV-მ პირველი წირვა 8 მაისს ჩაატარა, მას შემდეგ, რაც კონკლავმა ის პაპად აირჩია და ამ წირვის დროს კათოლიკური ეკლესიის ერთიანობისა და ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g