LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო ასათაშვილი: უკვე მესამე დღეა ყაზბეგიდან მირეკავენ ჩარჩენილი ტურისტები, კობი – გუდაურის საბაგიროზე რა ხდება, ვერ ტრიალებს?

165
pjimage

ტურისტული კომპანია “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელ ვატო ასათაშვილის ინფორმაციით, ყაზბეგში ჩარჩენილები არიან ტურისტები, რომლებიც მას ვერტმფრენით გადმოყვანას სთხოვენ. ინფორმაციას ასათაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც შემდეგს წერს:

„უკვე მესამე დღეა ყაზბეგიდან მირეკავენ ჩარჩენილი ტურისტები, რუსები, ევოპელები, ახლა ვიღაც აზიელების ჯგუფის წევრმა დამირეკა და გვთხოვენ, იქნებ, ვერტმფრენით გადმოვიყვანოთ უღელტეხილზე. მოგეხსენებათ, სამთო რეგიონებში ცუდი მხედველობის გამო ვერტმფრენები ვერ დაფრინავენ, ჰოდა ერთი ასეთი კითხვა მაქვს (ბევრი იტყვის რომ ინტრიგანი ვარ, მაგრამ ჯანდაბას): კობი-გუდაურის საბაგიროზე რა ხდება, ვერ ტრიალებს?

ზვავსაწინააღმდეგო სისტემაზე რა ხდება, დისტანციურად “პნოპკას” ხელს დავაჭერთ და ზვავებს ჩამოვყრითო, “პნოპკა” არ მუშაობს? მოიტა რაღაცა ქენით, განცხადება გააკეთეთ, პოსტი დადეთ, ვიდეო გვაჩვენეთ ვიღაცა ნიჩბით მაინც ასუფთავებდეს პარკინგიდან საბაგიროებამდე მისასვლელ ბილიკს. გუდაურიდან ხო დაიდო ღამის ვიდეო როგორ მუშაობენ კეზბორერები, ვნახეთ, მოგვეწონა, იმედი გაჩნდა…

ბოლოს, აზიელმა რომ დამირეკა, ის მეკითხება, პოლიციაში რო მივიდე, რამე ინფორმაციას მომცემენო? არა ჯიგარო, მაგ ხალხს ნუ შეაწუხებ-მეთქი, კობში მიდი საბაგიროსთან, დიდ მუხლუხებიან მანქანებს თუ დაინახავ, ესე იგი გზა იწმინდება, თუ ქარბუქი და “ბუნგალი” ტრიალებს, ჯავშანი გადააგრძელე და ერთი-ორი დღე კიდევ აბირჟავე ყაზბეგში, ეგ არის და ეგა. ჰოდა, დადეთ რამე ვიდეო, ან პოსტი, ან განცხადება… ბოლოს და ბოლოს სოსო ფხაკაძეს სთხოვეთ გაამხნევოს ხალხი“, – წერს ვატო ასათაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები