LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო მაღრაძის მდგომარეობა დამძიმდა – „მთხოვა, რომ მისთვის სანთელი დავანთოთ!..“

vato-magradze

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსს, ვატო მაღრაძეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა ვატოსთვის უამრავი საქველმოქმედო აქცია გამართეს, თანხებიც შეაგროვეს და მან შეძლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება…

ახლახან, მსახიობმა ნატალია ყულოშვილმა გაავრცელა ცნობა, რომ მუსიკოსის მდგომარეობა დამძიმდა.

გთავაზობთ მის განცხადებას:

„ვატოს ენცეფალიტი (ტვინის შეშუპება) აქვს ვირუსისგან, ჯერ ვერ გაიგეს, რა ვირუსია… ტკივილები ტანჯავდა გაუსაძლისი.. ახლა კომაშია.

თათა (შეყვარებული), დედა და ძმა არიან ვატოსთან. დასტრესილები და გადამწვარები, ამიტომ მე ვწერ თათას მაგივრად. იშვიათად და არეულად მწერს… ესაა ბოლო ინფორმაცია…

მთხოვა, ყველას გააგებინე და უთხარი, იფიქრონ ვატოზე და ენერგიები და პოზიტივები გამოუშვანო..  სანთელი დაანთეთ ვატოსთვის და სულ კარგზე იფიქრეთო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g