თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა – ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება მოსმართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„ძალიან კარგად ვნახეთ, მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანმა და შაქარაშვილმა აღნიშნეს, რომ ისინი პოლიტიკურ მოღვაწეობას, დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა “დაიცავი საქართველოსთან” ერთად გააგრძელებენ.