საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე, უამინდობის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნა. გზის გარკვეულ ნაწილზე კი ავტოტრანსპორტის გადაადილება კვლავ აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის:
? შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
? დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
? ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.