LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზიანში სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

223
687273_59844122dc5ae

ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს  ცნობით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა.

მათივე ინფორმაციით, კაპრალი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მეოთხე ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. მას ლაზარეთში შესვლისას გული გაუჩერდა.

უწყების ცნობით, კაპრალს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა, ის გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები