ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი ავტომობილის მძღოლია.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.