ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.
ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.