თბილისში, ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. საარჩევნო უბანზე შუქი წავიდა, ადგილზე მობილიზდნენ როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
ოპოზიციის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო უბანზე ხმების დაცვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, აუცილებელია “ოცნებას” არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მიეცეს.
ხმაურისა და დაპირისპირებისას ნიკა მელიას უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა, ისმოდა გინება მერობის კანდიდატის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება აგრეთვე მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა დავითულიანიც.
დავითულიანის თქმით ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო, მათ შორის ვაზისუბანში, სადაც მისი განცხადებით “მოკლე ჩართვა” მოხდა.
“ვუთხარით რომ არ არის აჟიოტაჟი საჭირო. აცადოს ადმინისტრაციას მუშაობა” – განაცხადა დავითულიანმა.
