LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი ქმედებები ჩემს პრინციპებს ემთხვეოდეს“ – მეთიუ მაკკონაჰის ვინტაჟური ფოტოსესია Man About Town-თვის

122
page

მეთიუ მაკკონაჰი კვლავ ყურადღების ცენტრშია. მსახიობი გამოცემა, Man About Town-ის ახალი ნომრის გარეკანზე მოხვდა და ვინტაჟურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

გამოცემასთან საუბარში მაკკონაჰიმ თავის საყვარელ საქმიანობაზე, მწერლობაზე ისაუბრა.

„ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი ქმედებები ჩემს პრინციპებს ემთხვეოდეს. ჩემთვის წერა კიდევ ერთი გზაა, რომ ამბები მოვყვე და მინდა ეს საქმე გავაგრძელო. ხშირად ვაგროვებ ფრაზებს, აზრებს, სიტყვებს. მერე ისინი იკვრება თემებად, ამბებად და ლექსებად“, – აცხადებს მსახიობი.

ცნობისთვის, მისი წიგნი „მწვანე შუქი“ მსოფლიო ბესტსელერი გახდა. როგორც ჩანს, მაკკონაჰისგან კიდევ მრავალ, საინტერესო ისტორიას შევიტყობთ.

„ნამდვილი დეტექტივის“ ახალ სეზონში შესაძლოა, კვლად მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი დაბრუნდნენ

ვუდი ჰარელსონი მზადაა „დნმ“-ის ტესტი ჩაიტაროს – მსახიობი მეთიუ მაკკონაჰისთნა „ბიოლოგიურ ძმობაზე“ პირველ კომენტარს აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები