LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ იმას, რომ ”ქართული მეთოდი”, რაც გულისხმობს გამორიცხვის მეთოდით პრობლემის ძიებას, მინიმუმამდე დავიყვანოთ

28

გადაცემას ”ავტოსერვისი” ”F1 მოტორსის” დირექტორი ბატონი იოსებ ნადაშვილი ესტუმრა.

დღეს ჩვენი გადაცემა ბენზინზე მომუშავე ძრავებს დაეთმობა და ვისაუბრებთ რა ცვლილებები განიცადა ძრავმა დროთა განმავლობაში…

დაახლოებით 40 წლის წინ შეიქმნა კარბორატორული სისტემა, რომელიც ელექტროობის გარეშე, მექანიკურად მუშაობდა. კარბურატორში ისხმებოდა საწვავი, შედიოდა რაღაც რაოდენობის ჰაერი, მისი ზეწოლის შედეგად შემშვები კოლექტორიდან საწვავი გადადიოდა წვის კამერაში და ხდებოდა აალება. ამ დროს არ ხდებოდა საწვავის სწორი ნაზავის კონტროლი, რაც უმნიშვნელოვანესია. შემდეგ წამოვიდა ნახევრად ელექტრონული შეფრქვევა და თანამედროვე განაწილებული ინჟექტორული შეფრქვევა. სწორედ ეს უკანასკნელი გვხდება ყველაზე ხშირად. ძრავი ათვლას კონკრეტული სენსორებიდან ახდენს და მიწოდებული ინფორმაციით კომპიუტერი ანაწილებს რა რაოდენობის ჰაერია საჭირო და ა.შ. მუხლა ლილვის, ჰაერისა და საწვავის სენსორებია აქ მთავარი, ძრავის კომპიუტერი ახდენს ინფორმაციის გადამუშავებას, შედის ჰაერი ჰაერმზომში, ძრავს მიეწოდება ინფორმაცია რამდენი კილოგრამი ჰაერი შევიდა შეფრქვევის სისტემაში, ითვლება რა რაოდენობის საწვავის მიწოდება მოახდინა ძრავმა და წვის კამერაში სწორედ იმ რაოდენობის საწვავს ასხამს, რაც საჭიროა შესული რაოდენობის ჰაერისთვის. სწორედ ამიტომ ხდება მაქსიმალურად ზუსტი წვა და ამისთვის ასევე საჭიროა გამანაწილებელი ლილვის ათვლის სენსორი, რომელიც ითვლის რა მდგომარეობაშია გამანაწილებელი ლილვი და იმის მიხედვით ისხმება ძრავში საწვავი და ხდება აალება, რომ არ მოხდეს დეტონაცია, დაგვიანებული, ან ნაადრევი აალებით. თანამედროვე ძრავებში ვხვდებით წვის განვითარებულ სიტემებს, მაგალითად საწვავის წვის ”რეიკაზე” არსებული დამატებითი საწვავის ნასოსები, შეცვლილი ინჟექტორული სისტემა და საწვავის მიწოდება პირდაპირ წვის კამერაში ხდება, ეს იძლევა საშუალებას წვის კამერა იყოს გრილი, მაქსიმალურად ზუსტად მოხდეს საწვავის შეფქრვევა და ეს მაქსიმალურად მეტ ენერგიას გვაძლევს. ზუსტი შეფრქვევის შემთხვევაში ძრავი უფრო ეკონომიურად მუშაობს. მინუსი არის ის, რომ ძვირია სერვისში, ექსპლუატაციაში.

ავტომწარმოებელი თანდათან იქეთ მიდის, რომ რემონტი იყოს არარენტაბელური… თუმცა ქართველები მაინც ვახერხებთ შეკეთებას…

”F1 მოტორსში” გვაქვს უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი წვის კამერები, აალების სისტემები მაქსიმალურად ზუსტად გამოვიკვლიოთ. ვცდილობთ იმას, რომ ”ქართული მეთოდი”, რაც გულისხმობს გამორიცხვის მეთოდით პრობლემის ძიებას, მინიმუმამდე დავიყვანოთ. გვყავს გამოცდილი კადრები, რომლებიც მრავალი წელია ამ საქმეს აკეთებენ და ყოველდღიურად ახალ ცოდნას იღებენ.

მთავარია დიაგნოზი დაისვას ზუსტად..

დიაგნოსტიკა არის პრიორიტეტი. ელექტრონული დიაგნოსტიკა ბევრ საშუალებას გვაძლევს, თუმცა არსებობს ცალკეული მომენტები, როდესაც ვერ ხდება ელქტრონულად გამოძიება. ამისთვის ცოდნაა საჭირო.

ნაწილები და კარგი სპეციალისტი…

ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რაც საქართველოში მწვავედ დგას. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ დეტალის შესახებ. თუკი შორეულ ჭრილში ვიმსჯელებთ, იაფიანი პროდუქტი არც ისე მომგებიანია, ის მალე გაფუჭდება და თუნდაც სერვისის თანხა, ისევ თავიდან გექნებათ გადასახდელი. ავტომობილი არასდროს არ კეთდება ბოლომდე, სულ რაღაც პრობლემაა, მერე ცდილობს ადამიანი გაყიდოს ის ავტომობილი, იმიტომ, რომ გაწვალდა. თუ გსურთ ავტომობილი დიდხანს გემსახუროთ, შეიძინეთ ორიგინალი, ბრენდირებული ნაწილი. ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულნი ვართ, რომ მომხმარებელი მინიმალურად დაიღალოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი თანამშრომელი მიდის მომხმარებლთან და ავტომობილი მოყავს სერვისში. არსებობს რაღაც დეტალები, რაც შეიძლება გამოიყენო მეორადი, თუმცა საკისრები, აალების სანთლები და ა.შ. ყოვლად გაუმართლებელია იყოს მეორადი.

რა სერვისებს თავაზობთ მომხმარებლებს?

ამჟამად ვახორციელებთ სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტროობის სარემონტო სამუშაოებს. ჩვენს პრიორიტეტად მიგვაჩნია ის, რომ ყველაზე რთულ დავალებასაც კი, ვცდილობთ თავი გავართვათ. 551 023 023 არის ჩვენი საკონტაქტო ნომერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები