
გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფი „მირაჟი“ ესტუმრა.
ძალიან მიხარია, რომ აქ ხართ და მონატრებულ მსმენელს მოეფერებით…
მადლობა „არ დაიდარდოს“ მოწვევისთვის, მინდა, ყველა მოვიკითხო… მონატრებულ მსმენელს ახალი სიმღერით ვუბრუნდებით. გვქონდა გარკვეული პაუზა და ცუდია, რომ ხუთი წელი დავკარგეთ. ახლა ვეცდებით ეს დაკარგული დრო მოზღვავებული ენერგიით ავანაზღაუროთ.
რა სტილში განაგრძობთ მოღვაწეობას?
ჩვენს სტილს არ ვღალატობთ, მაგრამ იქნება ცოტათი ჩვენთვის განსხვავებული მიმართულებაც, ეს იქნება პოპი. თანაბრად გავაკეთებთ ორივე მიმართულებით ახალ სიმღერებს. სამი სიმღერა დავასრულეთ და ნელ-ნელა გამოვაჩენთ. სოციალურ ქსელში ვაკვირდებით, რომელი სად უნდა გადანაწილდეს. ვმუშაობთ დღე და ღამე.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
ეს არის ტრიო, ჩვენ ზურა ბარბაქაძესთან ერთად ვმღერით, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი, ჩვენ ათამდე სიმღერას გავაკეთებთ და გარკვეული პროექტის სახე ექნება. შემდეგი სიმღერები ცოტატი განსხვავებული იქნება. ჩვენი ყველა სიმღერა ჩვენსავე სტუდიაში იწერება. ყველას ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც მოისმენს და მოეწონება.
რატომ ფანდურა?
ზურასთან გარდა იმისა, რომ ვმეგობრობთ, ჩვენს ყველა სიმღერაში ზურას ფანდური ჟღერს, ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ მასთან უნდა გევთანამშრომლა. ჩავწერთ ჩვენს მიერ დაწერილ სიმღერებს და ასევე ცნობილი სიმღერების ჩვენეულ ვერსიებს.
მადლობა სტუმრობისთვის.
ჯგ.მირაჟი და ფანდურა (ზურა ბარბაქაძე) – ნუ ემალები სიყვარულს (მადინა)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგ. მირაჟი – წყარო. Live
ჯგ. მირაჟი. გადაცემა “რადიო დუეტი”. 17.11.2017. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები




