შოვში, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე 25 ადამიანს ეძებენ. სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება იდება დაკაგულების შესახებ.
ცოტა ხნის წინ მოქალაქემ სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი ქალის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ეძებს, რადგანაც სწორედ მან ნახა ბოლოს ამ დრომდე დაკარგულად მიჩნეული ნატო ჭელიძე და მისი მცირეწლოვანი შვილი.
“ადამიანებო, ვეძებთ ამ ქალბატონს, რადგან მისი თქმით მან ნახა ბოლოს დაკარგული ნატო ჭელიძე და მისი 3 პატარა. გვაინტერესებს ზუსტი დეტალები. ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გეცნობათ, მომწერეთ ან დამირეკეთ 591 802 300”, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.
შოვში ლუკას, ანდრიას, ანასტასია დუდაშვილებს დედასთან, ნატო ჭელიძესთან ერთად ამ დრომდე ეძებენ