LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეფხვი, მგელი თუ კატა: ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმა

130

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმაზე პრეტენზიას აცხადებენ მგელი, კატა და ვეფხვი.

მუნდიალის ოფიციალური თილისმის შემუშავების კამპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

სამი რუსი სტუდენტის ნამუშევარი საერთო რუსული წილისყრისთვის გაემზადება, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. მისი შედეგების მიხედვით შეირჩევა კიდეც ტურნირის თილისმა.

მოსკოვში თილისმის შერჩევის კამპანიის დასკვნითი ეტაპის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ფინალისტი პერსონაჟები გახდნენ ვეფხვი, მგელი და კატა.
რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g