LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეჯინში სარწყავი წყლის მიწოდება აღდგება

126

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სარწყავი წყლის მიწოდება.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  შპს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის ვეჯინის არხის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგამშვები ფარები და სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულებაც 226 749 ლარია, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 სარეაბილიტაციო პროქეტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 6 100 ჰექტრიდან 14 000 ჰეტქრამდეა გაზრდილი.

magti 5g