აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა XI-2 კლასის მოსწავლემ, ლიზი დარჩიამ კონკურსის გზით, დაფინანსება მოიპოვა HMC (ბრიტანეთი) და ASSIST (აშშ) სასტიპენდიო პროგრამებში. ლიზი დარჩიას წარმატების შესახებ ინფორმაციას თავად ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიზიმ უპირატესობა ASSIST-ს მიანიჭა და სექტემბრიდან, სრული დაფინანსებით (75 000 აშშ დოლარი) გააგრძელებს სწავლას ამერიკის კერძო სკოლაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 50 საუკეთესო სკოლაში შედის.
„აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტში კონკურენცია იყო ძალიან მაღალი. ბრიტანეთში სასწავლებლად შეარჩიეს 10 საუკეთესო მოსწავლე საქართველოდან, ხოლო აშშ-მ მხოლოდ ერთს – ლიზის მისცა სრული დაფინანსება. ვულოცავთ ლიზის ამ უდიდეს წარმატებას და ვიმედოვნებთ, იგი კვლავ გვასახელებს მომავალშიც“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ავრცელებს.