LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველ კილმერი უკანასკნელ დღეებს ითვლის

99

ცოტა ხნის წინ პრესაში ველ კილმერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაიწერა. ოდესღაც სიმპათიური მამაკაცი ძალიან გამხდარი და შეცვლილი დააფიქსირეს პაპარაცებმა. თავად მსახიობმა ეს ინფორმაცია უარყო. ამ დღეებში კი წყაროს ცნობით, კილმერი, რომელიც უარს ამბობს წამლების მიღებასა და მკურნალობაზე, ნელ-ნელა კვდება.

თავად მსახიობი დროის უმეტეს ნაწილს მედიტაციას უთმობს. 55 წლის კილმერთან დაახლოებული პირის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს ის ერთ-ერთ კლინიკაში ოსკარ დევისის სახელით გადაიყვანეს, სადაც უგონო მდგომარეობაში აპარატთან იყო მიერთებული. „ის უკანასკნელ კვირებს  ან დღეებს ითვლის“ – განაცხადა ინსაიდერმა.

შეგახსენებთ, რომ პირველად ინფორმაცია მსახიობის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა, როდესაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა. თავად მსახიობი უარყოფდა, თუმცა მაშინ დედამისმა, გლედის ლიჩმა განაცხადა, რომ მის შვილს ყელის სიმსივნე აქვს. მაშინ სოციალური ქსელის პირად გვერდზე მსახიობმა დაწერა: „ვიცი, რომ დადის ხმები, თითქოს ყელის სიმსივნე მაქვს. ეს არ არის სიმართლე. საავადმყოფოში იმიტომ ვიყავი, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ არაფერი მაგდაგვარი არ მჭირს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები