ველით, მაგრამ „ფორმულას“ ჯერ ყადაღა არ ადევს – გიორგი თარგამაძე

124
giorgi Targamadze

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ტელეკომპანია „ფორმულას“ ყადაღა დაადეს.

„ფორტუნამ“ ინფორმაცია გიორგი თარგამაძესთან, არხის გენერალური დირექტორის მოადგილესთან გადაამოწმა.

„ჯერჯერობით ყადაღის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენი იურისტი დაუკავშირდა საქალაქოს ადმინისტრაციას და მათ ეს გადაწყვეტილება ან არ აქვთ მიღებული, ან ამ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ.

იურისტები ალბათ უკეთ გეტყვიან, რა სამართლებრივი გზების გავლა ელის სარჩელს, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს აღაძვრევინა თავისი პირდაპირი პოლიტიკური დავალებით. 

ჩვენ ველით, რომ მსგავსი რამ მოხდება, მაგრამ არ ვიცით, დროის რა მონაკვეთში და რა დროს წაიღებს ეს პროცედურები.

ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ, რომ ყადაღა ადევს რაიმეს. თუმცა, თუ სამართლებრივ ლოგიკას გავითვალისწინებთ და იმ ნაბიჯებს, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით, ლოგიკური გაგრძელება მიდის სწორედ იქამდე, რომ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ქონებაზე ყადაღა დაედოს.

იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონება, ტელეკომპანია „ფორმულაა“, მოხდება მისი ფუნქციონირების ხელის შეშლა“,- განაცხადა გიორგი თარგამაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“  17:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები