ველოსიპედით სიარული კიბოს გაჩენის რისკს 45%-ით ამცირებს. გლაზგოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 250 ათასი ბრიტანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ველოსპორტი ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა.
ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ყოველდღიურად ორბორბლიანი ტრანსპორტით გადაადგილება ნაადრევი სიკვდილის რისკს 40%-ით ამცირებს, გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ დაავადებათა წარმოქმნის შესაძლებლობას 50%-ით ამცირებს. ამიტომ, სპეციალისტების აზრით, ველოსიპედი ყველა ადამიანის რჩეული ტრანსპორტი უნდა გახდეს.