ვენა შეყვარებულ წყვილებს ელოდება. ავსტრიის დედაქალაქში განსაკუთრებული რომანტიკული გარემოა შექმნილი და წყვილებს მისით ტკბობა 31 მარტამდე შეუძლიათ.
საინტერესო იდეა The Ritz-ის სასტუმროების ქსელს ეკუთვნის და შეყვარებულებისთვის მათ სპეციალური შეთავაზება აქვთ. სასტუმროს სტუმრებს რომანტიკული გარემო, უგემრიელესი კერძები და სპა-პროცედურები ელოდებათ. გარდა ამისა, ყველა წყვილი სამახსოვრო საჩუქარსაც მიიღებს, ყოველ დღეს კი შამპანურით დაასრულებს.
საინტერესოა, რომ ყველაზე რომანტიკული წინადადების ღირებულება 50-დან 100 ევრომდე მერყეობს.