ვენაში დაკარგული სტუდენტი ანრი ლომიძე ფლორენციაში იპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ზურა გორგაძე ავრცელებს.
“იპოვნეს! ცოცხალია! ფლორენციაშია” – წერს ის “ფეისბუქზე.
ანრი ლომიძეს თითქმის ერთი კვირა ეძებდნენ. მეგობრის თქმით, ანრი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ორ უკრაინელ სტუდენტთან კონფლიქტი მოუვიდა.