LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში მეფუტკრეებისთვის და ფერმერებისთვის Tinder შექმნეს

113
Capture

ვენაში ამოქმედდა ონლაინ-პლატფორმა, რომლის მიზანიც – ფერმერებისა და მეფუტკრეების ერთმანეთთან უფასოდ და სწრაფად დაკავშირებაა. ამის შესახებ trade magazine წერს.

სიახლის დამსახურებით სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებები, რომლებსაც დიდი ტერიტორიები აქვთ, შეუძლიათ მეფუტკრეებს დაუმეგობრდნენ. მეფუტკრეებს თავის მხრივ შეუძლიათ სასურველი ადგილისკენ გაემართონ და იქ ფუტკრები დატოვონ.

ვენელი მეფუტკრეები ხშირად აწყდებიან აყვავებული ტერიტორიების დეფიციტის პრობლემას და არ იციან თუ სად დაასახლონ ფუტკრის ოჯახები. ახალმა პლატფორმამ ეს საკითხი უნდა მოაგვაროს და ქალაქის 700-მდე მეფუტკრეს სიცოცხლე გაუმარტივოს.
ინიციატივა ფერმერებს უფრო ხარისხიანი პროდუქციის გაზრდის შესაძლებლობასაც მისცემს, რაც საბოლოო ჯამში ისევ ადგილობრივთა თეფშებზე აღმოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინიციატივა 2020 წელს ავსტრიის სამხრეთშიც მოქმედებდა. 3 წლის შემდეგ პლატფორმას ქვეყნის ჩრდილოეთიც შეუერთდა და ვენა გახდება მესამე ფედერალური მიწა, რომელიც ამ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

მეცნიერები მთელ მსოფლიოში განგაშის ზარს ტეხენ მწერების გადაშენების გამო, განსაკუთრებით საგანგაშოა ფუტკრების ბედი. ფუტკრების პოპულაციის შემცირება მსოფლიოში ხილის, ბოსტნეულის, კენკრის თუ თხილეულის დეფიციტს გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები