LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში მოძრავი „ძაღლის პატრული“ გაჩნდება

118
thumb_1024x663_wiener-hunde-team-11zon


ვენის ქუჩებში ამიერიდან იმოძრავებს ოპერატიული ჯგუფი, რომლის მოვალეობაც იმის შემოწმებაა, თუ რამდენად კარგად უვლიან მოქალაქეები ძაღლებს. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

უჩვეულო საპატრულო ჯგუფში 20 დიპლომირებული ვეტერინარი შედის. ისინი ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილდებიან და სპეციალურ ფორმასაც ატარებენ.
სპეციალისტები ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ყველა მსურველს ჩაუტარებენ. გარდა ამისა, მათ უფლება ექნებათ მიმართონ პოლიციას, თუკი მეპატრონე ძაღლის გასეირნების წესს არღვევს – მაგალითად ძაღლი საბელის გარეშე ჰყავს გარეთ გაყვანილი.

„ძაღლის პატრული“ – არ არის ვენის პირველი ინიციატივა, რომელიც ძაღლების უფლებების დაცვისკენაა მიმართული. ქალაქში ჯერ კიდევ 2019 წლიდან, ყველას ვინც ძაღლის შეძენას ან თავშესაფრიდან აყვანას გადაწყვეტს, სპეციალური კურსის გავლას ავალდებულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები