LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

140

ავსტრიულმა პოლიციამ ვენაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პოლიციამ 44 და 28 წლის პირები დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავა.

„დაკავებულებს დიდი ოდენობით ნაღდი ფული, ძვირფასეულობა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ 44 წლის მამაკაცმა ჯერ ასთმის შეტევის სიმულირება სცადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ღვიძლის ციროზი აქვს. ჰოსპიტალში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ მას ვერც ერთი აღნიშნული დაავადება ვერ აღმოუჩინა,“ – აღნიშნავს ადგილობრივი მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g