LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვენდი” და “დანკინ დონატსი” იმპორტს ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლებენ

87

ამერიკული რესტორნების ქსელი “ვენდი” და “დანკინ დონატსი” იმპორტს ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლებს.

როგორც ”ფორტუნას” “ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, “ვენდი” და “დანკინ დონატსი”, “სმარტთან”, “მარშესთან”, “პურის სამყაროსთან”, “მილკოსა” და “ბადაგთან” თანამშრომლობით, ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ, ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს შესთავაზებს.

“ვენდის” ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება “ვისოლ ჯგუფმა” 2013 წელს დაიწყო და დღეს “ვენდის” რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით,  ცინცაძის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს. “დანკინ დონატსი” ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რომელიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g