„ვენდი“ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უმასპინძლებს.
როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიიდან აცნობეს, 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ ამერიკული რესტორანი 25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით და 2 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით საახალწლო წარმოდგენებს ყველა მსურველისთვის გამართავს.
„ღონისძიების ფარგლებში, „ვენდიში“ სტუმრად მოსულ ბავშვებს 2-საათიანი ჯადოსნური წარმოდგენა და განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. უამრავი თამაში და საახალწლო აქტივობა, სანტა კლაუსი უამრავი საჩუქრით, სპეციალური საახალწლო საბავშვო მენიუ 2-ჯერ მეტი „ვენდის“ მონეტით ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებს,“- აცხადებენ კომპანიაში.
,სადღესასწაულო განწყობას ბავშვებს ყველასათვის საყვარელი ანიმატორი „ვენდის“, საახალწლო გმირები – ელზასა, ელფის და სანტას მონაწილეობით შეუქმნიან.
საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და ვებ საიტ www.TKT.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 20 ლარია.
„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს.