LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენდი“ სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს

86

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს და პირველ მაღაზიას 26 მაისის მოედანზე მდებარე „ვენდის“ რესტორანში ხსნის.

როგორც “ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, სათამაშოების მაღაზიებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება არა მხოლოდ „ვენდის“ ბრენდირებული ნივთები და აქსესუარები, არამედ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სათამაშოები, სასაჩუქრე ნივთები და სასაჩუქრე ვაუჩერები. პირველი მაღაზია ღია იქნება ყოველდღე 9.00 საათიდან 23.00 საათამდე.

„ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ განვითარების ახალ ფაზაში შედის. თავიდან დავიწყეთ იმით, რომ „ვენდი“ საქართველოში იმდენად საინტერესო კონცეფციით განვავითარეთ რესტორნებში კაფეს, სათამაშო ზონის, დაბადების დღეების ცენტრის ინტეგრაციით, რომ უამრავი სხვა წამყვანი ქვეყანა გეგმავს „ვენდის“ ქსელის განვითარებას ქართული მოდელით, განვაგრძეთ იმით, რომ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში „ვენდიმ“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და კიდევ უფრო ხაზი გაუსვა იმას, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, ახლა კი „ვენდი“ რესტორნებში სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შეთავაზებაა და აჩქარებული ცხოვრების რიტმში საინტეესო საჩუქრის შერჩევის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ გზას წარმოადგენს“, – განაცხადა  „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა  სოსო ფხაკაძემ.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გლდანში, კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო კომპლექს „ისთ ფოინთსა“ და გორში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g