LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციელებს ტურისტების დაბრუნება არ სურთ

1920
29577016-0-image-a-46-1592081895534

ვენეციაში კარანტინის შემდეგ პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ გაილაშქრეს და ქალაქის ტურისტებზე დამოკიდებულება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა აზრით, ეპიდემიის შემდეგ ქალაქი ფაქტობრივად მოკვდა, რადგან ერთადერთი საარსებო წყაროს – ტურისტების გარეშე დარჩა.

ვენეციელები ფიქრობენ, რომ მთელი ეკონომიკა მოგზაურებზეა დამყარებული და ამასობაში ვენეცია ქალაქ–მუზეუმად და „მდიდარი ტურისტების გასართობ პარკად“ იქცა.

„ვენეცია ეს ბევრად მეტია ვიდრე ტურიზმი. აქ არის უამრავი ახალგაზრდა, რომელიც აქ დაიბადა, სწავლობს და თავისი მომავლის შექმნაც სწორედ აქ სურს“ – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მარტა სოტორივამ.

მარტას აზრით, მიზნების ასრულებას ადგილობრივები მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როცა ქალაქი მასობრივ ტურიზმზე უარს იტყვის და სახლების სასტუმროებად და ჰოსტელებად გადაკეთება აიკრძალება.

პროტესტს მხარი დაუჭირა ვენეციის მუზეუმების ფონდის დირექტორმა გაბრიელა ბელიმ. მისი აზრით, ტურიზმის შემცირება საჭირო არ არის, უბრალოდ მისი უკეთ ორგანიზება უნდა დაწყოს.

COVID-19–მა იტალიაში 34,000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპა და ტურისტულ სექტორს ძალიან დიდი ზიანი მოუტანა. თუმცა, პანდემიას დადებითი მხარეებიც ქონდა – დაიცალა ქუჩები, გაიწმინდა ჰაერი და ძალიან მშვიდი გარემო შეიქმნა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g