LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს

134
ვენეციის კომისია

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ცნობით, ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს.

„თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია, ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ – გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე! – ევროკომისიის გენერალური დირექტორი 

„ვენეციის კომისია სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე.

ვენეციის კომისიის დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. მოსაზრება 2024 წლის 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნას მოყვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

„მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა ხალხის დაკარგვის და ლეგიტიმაციის დაკნინების ნიშანია… თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე ის მშვიდობიანი დარჩეს! დაე გაჩერებული იყოს აგენტების კანონი” – თომას ჰაკერი და მაიკლ როთი

ინფორმაციის თანახმად, ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ონლაინ მედიასაშუალებებსა და მაუწყებლებს. დელეგაციას ონლაინ შეხვედრა აქვს ჩანიშნული საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ პარლამენტარებთან 2024 წლის 2 მაისს დისკუსიების გასაგრძელებლად.

მოსაზრება ვენეციის კომისიის პროცედურული წესების 14ა მუხლის სასწრაფო პროცედურის ფარგლებში გაიცემა და მომავალ კვირებში გამოქვეყნდება, რათა პარლამენტმა კანონის მიღებამდე მისი განხილვა შეძლოს.

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მოწვევაზე უარი თქვა“

პოპულარულები