LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია

100

ვენეციის კომისიის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დადებითად არის შეფასებული. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დასკვნაში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნას ასრულებს და ეს დადებითი ნაბიჯია.

პარლამენტის თავმდჯომარის თქმით, დასკვნის მიხედვით, საკონსტიტუციო რეფორმა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს ეფუძნება.

აქვე საუბარია პროპორციული საარჩევნო სისტემაზე 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. დასკვნის მიხედვით, ეს სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და პროგრესული ნაბიჯია. კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ასეთი ნაბიჯი აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგას,.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები