LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელა 300 მილიარდ ბარელზე მეტ ნედლი ნავთობის მარაგს ფლობს

106
ვენესუელა

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, მსოფლიო მედიაში ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ვენესუელამ, ნავთობის რეზერვის სიდიდით საუდის არაბეთს არც ისე დიდი ხნის წინ გაუსწრო. ის ამჟამად 300 მილიარდ ბარელზე მეტ ნედლი ნავთობის მარაგს ფლობს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელაზე მსოფლიო დღიური ნავთობის წარმოების 1%-ზე ნაკლები მოდის.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ბოლო მონაცემების თანახმად, ნავთობის ყველაზე დიდი მარაგის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • ვენესუელა – 303.2 მლრდ ბარელი
  • საუდის არაბეთი – 267.2 მლრდ ბარელი
  • ირანი – 208.6 მლრდ ბარელი
  • ერაყი – 145 მლრდ ბარელი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 113 მლრდ ბარელი
  • ქუვეითი – 101. 5 მლრდ ბარელი
  • რუსეთი – 80 5 მლრდ ბარელი
  • ლიბია – 48.4 მლრდ ბარელი
  • ამერიკის შეერთებული შტატები – 45 მლრდ ბარელი
  • ნიგერია – 37.3 მლრდ ბარელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g