LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელას ეროვნული ასამბლეა შტურმით აიღეს (ვიდეო)

121

ვენესუელის ეროვნულ ასამბლეაში, რომელშიც ოპოზიციური ფლანგი მუშაობს, მთავრობის მხარდამჭერები შეიჭრნენ.

არეულობის შედეგად დაშავდა რამდენიმე დეპუტატი და ჟურნალისტი.

BBC-ის ცნობით, შენობის აღებას წინ უძღოდა ჩხუბი და პიროტექნიკის აფეთქება.

დღეს ვენესულეაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ. მოვლენები კი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გამოსვლის პარალელურად განვითარდა, რომელიც დედაქალაქში, სამხედრო აღლუმს ესწრებოდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვენესუელაში შეტაკებების დროს 90 ადამიანი დაიღუპა. ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ ქვეყნის ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნონ.

არეულობის დაწყებაში ოპოზიცია და მთავრობა ერთმანეთს ადანაშაულებს.

https://www.youtube.com/watch?v=Fj7cPLhGfhw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g