ვენესუელაში საპროტესტო აქციის დროს დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. ანტისამთავრობო აქციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 150 დემონსტრანტი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. არიან დაშავებულები.