ვენსან კასელი მეუღლის, თინა კუნაკის მორიგი გამოჩენა მოდის ექსპერტების მორიგი განხილვის საგანი ხდება. 24 წლის კუნაკი პაპარაცებმა ამჯერად ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელთან გადაიღეს, ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა.
კუნაკი თეთრ სადა მაისურსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი. თავისუფალი სტილის ჯინსები დიდი ზომის ჯიბეებითა და მეტალის აქსესუარებით იყო გაფორმებული. ამ მოდურ ანსამბლს ყვითელი ბეწვის ჩანთა და თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა. ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ, ამ სტილის ჯინსებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.