ვენსან კასელის ახალი რჩეული, ნარა ბაპტისტა, რომელიც საოცრად ჰგავს თინა კუნაკის, 27 წლის გახდა. „მის ავსტრალია 2020″-ის კონკურსის მონაწილე და 56 წლის ვენსან კასელი საოცრად ბედნიერები ჩანდნენ, როცა ისინი პაპარაცებმა რომში გადაიღეს. შეყვარებულებმა ჯერ რომის ქუჩებში ისეირნეს, მოგვიანებით კი, ნარას დაბადების დღე რესტორანში, რომანტიკული ვახშმით აღნიშნეს.
27 წლის ნარა ბრწყინავდა შავი ფერის კაბასა და პალტოში. დაწნული თმითა და თავისი მომხიბვლელი ღიმილით, კასელის რჩეული, შეუდარებელ ფორმაშია.