გუშინ ინტერნეტსივრცეში, ვენსან კასელისა და მისი ახალი შეყვარებულის, ნარა ბაპტისტას ახალი ფოტოები გავრცელდა. ისინი იპანემას ქუჩებში სეირნობდნენ. კვალდაკვალ კასელის ექს-მეუღლემ, ტინა კუნაკმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა.
მოდელს სხეულზე მომდგარი გრძელი, შავი, გიპიურის კაბა ამშვენებდა და როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„კასელის ქვრივი“, „ვენსანს გლოვობს“, „შეუდარებელი ტინა“, – წერენ კომენტარებში.
ტინა კუნაკის „რევანშისტული ფოტოები“ და დაშიფრული სიტყვები ვენსანისთვის – მოდელის უახლესი პოსტი