LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ გამოეტია ციხის კარებიდან: ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

65
ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ციხის კარებიდან ვერ გამოეტია“, ამის მიზეზი კი ჩამოუყალიბებლობაა, რადგან „მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია“.

კობახიძის განმარტებით, თუ ნიკა მელია გირაოთი გათავისუფლებას არ დათანხმდება, მაშინ მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება.

„გვესმის საუბარი მუდმივად იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია. გამოდის ციხიდან, ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, განსაკუთრებით ამნისტიას, ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მას შეუძლია, მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის შესახებ კანონში.

თუ მელია არ დაეთანხმება შესაბამისად გირაოს, მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება, ესეც არის უზრუნველყოფილი მისთვის. ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება.

შეუძლია შემოვიდეს, შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g