LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი „იმედის“ ოფიციალური გვერდი“ – ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

214
fot (2)

დღეს, 28 ივნისის 17:00 საათიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია, გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისათვის“. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია, – ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“.

„კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი „იმედის“ ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ „ტელეიმედის“ მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ჩვენი „ფეისბუკგვერდის“ აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებ-გვერდზე – imedi.ge, imedinews.ge და „იმედის“ იუთუბ არხზე. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც „ფეისბუკზე“ ბოლო საათების განმავლობაში მაუწყებლობს „იმედის“ სახელით. არც ერთ მათგანს არანაირი შეხება „იმედთან“ არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. „ფეიკგვერდი“, – ნათქვამია განაცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g