„ვერ ნახავთ, სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის გგონიათ?“, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ და კალაძე მოწოდების სიმაღლეზე დგანან.
„ქართული ოცნება“ და კახა კალაძე დგანან მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას ოპონენტის წინააღმდეგ ან ვინმეს წინააღმდეგ, ვერ ნახავთ, სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით. და თქვენ ერთხელ არ გამოსულხართ – ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ?! აი, ეს არის რეალობა“, – აცხადებს კახა კალაძე.