მეორე დღეა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 15 წლის თორნიკე გვარამაძეს ეძებენ – მოზარდი აუტისტური სპექტრის მქონეა.
როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში მოზარდის დედა ამბობს, თორნიკე სახლიდან გაუჩინარდა. ძებნის ოპერაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური.
„გუშინ, დაახლოებით 16:10 საათზე, სახლში რომ შემოვედი, ოთახში იყო და თამაშობდა. რამდენიმე წუთით სამზარეულოში გავედი. ცოტა ხანში თორნიკეს კიდევ ერთხელ შემოვხედე და ოთახში აღარ იყო. ყველა კარი დახურული იყო.
აცვია ცისფერი მაისური [საყელოთი], ნაცრისფერი სპორტული შარვალი და თეთრსა და ნაცრისფერში გაწყობილი „ბოტასი“.
თავდაპირველად ჩვენი ძალებით დავიწყეთ ძებნა, მალე პოლიცია და სამაშველო სამსახურიც ჩაერთო, ყველა ეძებს“, – უთხრა თორნიკეს დედამ „ფორტუნას“.
მოზარდის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 597 87 08 18
თორნიკე გვარამაძის შესახებ ინფორმაციას და მის ფოტოს სოციალურ ქსელში ასევე ავრცელებს მოქალაქე სოფო ხურცილავა.
„უდეში დაკარგულია 15 წლის თორნიკე – განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი.
გთხოვთ ყველას, მოძებნოთ თორნიკე თქვენს უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
თორნიკე ვერ საუბრობს, გთხოვთ ნუ შეაშინებთ, მიუდექით ფრთხილად და დაუყოვნებლივ აცნობეთ ოჯახსა და სამართალდამცავებს.
საკონტაქტო: 597 87 08 18
გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცია – ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია!… ღმერთო, მშვიდობით დაუბრუნდეს თავის დედას“, – წერია ინფორმაციაში.
უდეში დაკარგულია 15 წლის თორნიკე — განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი. გთხოვთ ყველას, მოძებნოთ თორნიკე თქვენს…
Posted by სოფო ხურცილავა-ყულჯანიშვილი on ორშაბათი, 21 აპრილი, 2025