LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით… ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ეს ვიცი!“ – მცხეთაში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აგებული ტაძარი აკურთხეს

213
სოსო პავლიაშვილი, გრიგოლ კაცია

წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ 28 სექტემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ლისთან, ღვთისმშობლის შობის ახალი ტაძარი აკურთხა, ამის შესახებ „პატრიარქის უწყებანი“ წერს.

⛪ ტაძრის კურთხევა 🔸 ამა წლის 28 სექტემბერს, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის…

Posted by საპატრიარქოს უწყებანი on ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2024

საქართველოში რუსეთის დიასპორის ინფორმაციით, ტაძარი რუსეთში მოღვაწე მომღერლისა და კომპოზიტორის, სოსო პავლიაშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.

დიასპორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულია პავლიაშვილის კომენტარი:

„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.

ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ეს ვიცი!“

 
ცნობისთვის, 2020 წელს სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წელია საქართველოში ეკლესიას აშენებდა, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა რუსეთისა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო.

წყარო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g